წულუკიანი ე.წ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს, იგივე დააანონსა ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს.

გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს, 10:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადებულა. 

თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურას მიმართავს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც. 

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა წულუკიანის მიმართვას დააკმაყოფილებს სავარაუდოდ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყება, რაც "დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე იმავე მუხლით ბრალი წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ირაკლი ორქუაშვილს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი