"თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი" იხურება. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი დათა თავაძე ავრცელებს.
"ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო!
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სპეციალურად სახელოსნოს დასახურად, სასწრაფო წესით შეიყვანა გამგეობაში სამი ახალი წევრი: რეჟისორი ანდრო ენუქიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილი.
იმავე კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გია ცქიტიშვილი, რომელმაც მოგვიანებით ყველანაირი განმარტების გარეშე, გვამცნო სახელოსნოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.
რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას "თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის" ("თემურ ჩხეიძის სახელოსნოს") დახურვის შესახებ."- წერს დათა თავაძე და მიმართვას თემურ ჩხეიძის სიტყვებით ასრულებს.
"არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია, არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან!" - თემურ ჩხეიძე