რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„სამუშაო გრძელდება. ბუნებრივია, უიტკოფი, როგორც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, პუტინს თავისი პრეზიდენტისგან რაღაცას გადასცემს. პუტინი მას მოუსმენს. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე საუბარი გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის თქმითვე, შეხვედრის დრო გაწერილი არაა და იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც პუტინს დასჭირდება - „ერთი საათი, ორი, სამი, ოთხი, საჭიროების შემთხვევაში. რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება.“