ზელენსკი კრივი რიჰში ჩავიდა და რუსების მიერ მოკლული 9 ბავშვის ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი კრივი რიჰში ჩავიდა და რუსული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვოლოდიმირ ზელენსკი იმ საბავშვო მოედანზე იმყოფებოდა, რომელიც  4 აპრილს რუსებმა დაბომბეს და უკრაინელი ბავშვები დახოცეს.

ქვეყნის მეთაურმა სავარაუდო ომის დანაშაულის ადგილზე, სიმბოლურად, სათამაშო მიიტანა და დაღუპული ბავშვების ფოტოები ყვავილებით შეამკო.

ზელენსკიმ და დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, სერგეი ლისაკთან ერთად, დაბომბილი ტერიტორია დაათვალიერა და უშუალოდ სამხედროებისგან მოისმინა ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რუსებმა კრივი რიჰში, საცხოვრებელი შენობებისა და სათამაშო მოედნის მახლობლად, ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. ამ თავდასხმას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 9 ბავშვი იყო - ყველაზე უმცროსი 3 წლის. 

დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის, 17 ბავშვი. ექიმები მათი სიცოცხლისთვის ამ დრომდე იბრძვიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი