დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს "ოცნების" პრემიერი გაუგონარ და ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს და ისევ ჯონ ლოკს ახსენებს:
ეს არის გაუგონარი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს უფარდებენ ფაქტობრივად სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო " ამბობს კობახიძე პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარში.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს სანქციები დაუწესა "ოცნების" შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს.
ოთხივე სანქცირებულს გაეყინება აქტივები და დაუწესდება სავიზო შეზღუდვა.