"თეორიულად შესაძლებელია" | პესკოვი პუტინის უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპთან სატელეფონო საუბარს არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარს არ გამორიცხავს. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

პესკოვი ამბობს, რომ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ პუტინი ტელეფონით ტრამპს გაესაუბროს.

"თეორიულად შესაძლებელია - ან კი, ან არა" , - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთში პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის სტივენ უიტკოფის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები სანქტ-პეტერბურგის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი