საპროტესტო აქციამ, რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარეობდა, პარლამენტის წინ რუსთაველზე გადმოინაცვლა, რის შედეგადაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები ოლიგარქის პარლამენტის წევრის და ე.წ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს გმირი გიორგი ანწუხელიძე, პოლიტიკოსების პიარს შეეწირა.