თეთრმა სახლმა სმარტფონები, ლეპტოპები და ჩიპები სატარიფო სიიდან ამოიღო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სმარტფონები, კომპიუტერები და სხვა ელექტრონიკა გათავისუფლებულია გლობალური ტარიფებისგან.

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისი ასევე ვრცელდება ჩინურ იმპორტზე დაწესებულ 145%-იან ტარიფებზე და მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ნახევარგამტარები, მზის პანელები და მეხსიერების ბარათები.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია პოტენციურად დაიცვას მომხმარებლები "ფასის შოკისმომგვრელი ზრდისგან", ასევე დაეხმარება ისეთ მწარმოებლებს, როგორიცაა Apple, რომლის iPhone-ის წარმოების და აწყობის 90% ჩინეთში ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი