წულუკიანი გახარიას "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს

გამოქვეყნდა:

წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის გვერდზე ვრცელდება:

"14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით." ნათქვამია ინფორმაციაში.

გახარიას დაბარების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა რიცხვი დაკონკრეტებული არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია თავად პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის პოზიცია - აპირებს თუ არა მისვლას კომისიის სხდომაზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი