უკრაინის პრეზიდენტმა F-16-ის პილოტს, 26 წლის პავლო ივანოვს, რომელიც საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპა, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტის №232/2025 ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ მაიორ ივანოვს ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიენიჭა „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, ასევე უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული სამსახურისთვის“.
დღეს, 12 აპრილს, 26 წლის უკრაინელი მფრინავი, პავლო ივანოვი F-16-ის თვითმფრინავით საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უწყებათაშორისი კომისია მომხდარის ყველა გარემოებას დაადგენს.
პილოტის გარდაცვალების დეტალები არ გახმაურებულა.