გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" ოფისში ბრიფინგი იმ დროს ჩანიშნა, რა დროსაც მას "ქართული ოცნების" პარლამენტში წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან.
კერძოდ, პარტიის ოფისში, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს ბრიფინგი 14 აპრილს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას "ქართული ოცნების" პარლამენტში ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან, რომელიც ოცნების პარლამენტის განცხადებით, "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას" სწავლობს.