"დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა" | სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ სუმის დაბომბვას გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

"ბზობის კვირა დღეს, მაშინ როცა უკრაინელები მშვიდობიანად შეიკრიბნენ, რუსეთმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ. დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა"

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განახლებული ინფორმაციით, სუმიზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დაშავებულია 117, მათ შორის 15  ბავშვი. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი