უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს და თავის თვალით ნახოს, რა ჩაიდინა პუტინმა:
„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები და ეკლესიები. შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“ აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი,როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ზელენსკი არასწორად მიიჩნევს, რომ შტატებს "ნეიტრალურობა სურს".