"დასრულდება ღონისძიება და ყველაფერს გიპასუხებთ" - ამბობს გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე შესვლის წინ. ის ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. გახარიამ არ უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა კომისიაზე მისვლა, მისი მხრიდან "ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას.
გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ის წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებითაა დაბარებული.