ოლიგარქის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად მათე დევიძე კი, გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს.