ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს, მაისში განიხილავს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-17 სასანაციო პაკეტს მაისში განიხილავს. შესაბამისი განცხადება კალასმა ლუქსემბურგში გააკეთა.

"ჩვენ ვმუშაობთ მე-17 პაკეტზე, რომელშიც ასევე იქნება ჩრდილოვანი ფლოტი და სხვადასხვა ელემენტები, რათა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ [განხილვისთვის] ევროკავშირის საბჭოსთვის, მაისში", - თქვა კალასმა.

ამასთან, კალასის აზრით, რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების გაფართოება, ამ შემზღუდავი ზომების გამკაცრება, უფრო დიდ გავლენას მოახდენს რუსეთზე, რადგან ამის წყალობით ის ომს აფინანსებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი