გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა

გამოქვეყნდა:

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას Welt-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მერცის, შესაძლო, ვიზიტი უკრაინაში მზადების პროცესშია. Welt-ის ცნობით, ვიზიტი 9 მაისს კიევში დაგეგმილ "მსურველთა კოალიციის" სამიტს დაემთხვევა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის ნაწილია.

გამოცემა იტყობინება, რომ საიტს მერცის გარდა, სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი. ამასთან, მერცის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფრიდრიხ მერცი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში. მაშინ ის გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით იყო ჩასული და ზელენსკის შეხვდა.

ცნობისთვის, Reuters-მა გაავრცელა ინფომრაცია, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას ოფიციალურად 6 მაისს დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი