წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, გივი თარგამაძეს აღკვეთის სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. 

გივი თარგამაძე წულუკიანის კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა და 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პროკურატურამ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით ბრალი წარუდგინა.

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლით ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ აღკვეთის სახით, 50 000-50 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ასევე ირაკლი ოქრუაშვილ, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი