სოფელ ატენში, ცემის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე, გდდ-ის ინსპექტორი და მისი თანმხლები დამნაშავედ ცნეს და 12 და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გაიზიარეს და რევაზ მიხანაშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა დაზარალებულს კონფლიქტის ნიადაგზე ჯგუფურად, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ატენში 2024 წლის 31 ივლისს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო სწორედ სპეცრაზმელი დემეტრე რევაზაშვილი.

შსს-ს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დემეტრე რევაზაშვილი თავდაპირველად, 51 წლის რევაზ მიხანაშვილის  ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების მუხლით დააკავეს, თუმცა ნაცემი მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულებს ამის გამო ბრალდება დაუმძიმდათ.
 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი