სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი რევაზ მიხანაშვილის გარდაცვალების საქმე | ატენში მომხდარი ჯგუფური თავდასხმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ორი კვირის წინ პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს პაციენტის გადარჩენა, რომელიც ამ დრომდე კომაში იყო და ჰქონდა უმძიმესი დაზიანებები - 
ქალა-ტვინის ტრამვები, შინაგანი ორგანოების დაზიანებები, მოტეხილობები და ნახეთქი ჭრილობები. 51 წლის კაცი სოფელ ატენში 5 მამაკაცმა სცემა. კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო და მასში ჩრთული ყველა პირი ნასვამი იყო. სოფელში ყველამ იცის, რა მოხდა სუფრაზე და ვინ მონაწილეობდა ანგარიშსწორებაში, მაგრამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი ჰყავს დაკავებული. სხვა დამნაშვეები პოლიციას ამ დრომდე არ აუყვანია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი