NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა | რუტემ და ზელენსკიმ ოდესის საავადმყოფოში ჯარისკაცები მოინახულეს

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა. მარკ რუტე და ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გადიან. 

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დაცვისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მამაცობისთვის ორდენებით დააჯილდოვა.  „უკრაინის წინაშე სამხედრო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ ექიმებიც. 

„თქვენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. მადლობა ყველა სიცოცხლის გადარჩენისთვის. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს. თქვენი ყოველი წუთისთვის, ყოველი ოპერაციისთვის, ომის დაწყებიდან გატარებული მთელი დროისთვის, უკრაინა მადლიერია თქვენი“, - მიმართა ზელენსკიმ ექიმებს.

უკრაინელი ექიმების გამბედაობაზე ისაუბრა მარკ რუტემაც:

"თქვენ ამ ყველაფერს დღეებს, კვირებს, წლებს უთმობთ. და ჩვენ ამას ვხედავთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. და სწორედ ეს არის განსხვავება უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის განსხვავება დიქტატურასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი