9 მაისს მოსკოვში მივდივარ - წერს სოციალურ ქსელში სლოვაკეთის პრორუსი პრემიერი რობერტ ფიცო და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს პასუხობს, რომელმაც ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ ჩავიდნენ მოსკოვში 9 მაისს.
"ქალბატონი კალასის გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა და მე მას უარვყოფ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში კ. კალასი ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნაში მოსკოვში. მონაწილეობა მსუბუქად არ იქნება აღქმული.
9 მაისს მოსკოვში მივდივარ...ვერავინ მეტყვის, სად უნდა ვიმოგზაურო ან სად არა. მოსკოვში წავალ, რათა პატივი მივაგო ათასობით წითელი არმიის ჯარისკაცს, რომლებიც სლოვაკეთის განთავისუფლებისთვის დაიღუპნენ" წერს ფიცო.