TI: "ოცნების" დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ არჩევნების შემდეგ, 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების” ოლიგარქი დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან  37,095,628 ლარი მიიღო - ინფორმაციას "საერთაშირისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობითვე, ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ 4  ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.

"ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო.

გიორგი ჭყონია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა  “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით და  იყო  ქობულეთის დელეგატი. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1,000,000 ლარზე მეტი." ნათქვამია TI-ს ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი