"ოცნების" პარლამენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღება საბოლოოდ აკრძალა | კანონი მესამე მოსმენით მიიღეს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარლამენტმა უცხოური გრანტების შესახებ კანონპროექტს მხარი II და III მოსმენით დაუჭირა. 

ახალი კანონის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. 

კანონის მიხედვით, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონში ცვლილებებს "ოცნება" დაჩქარებული წესით განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი