"ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ" | ნიკა გვარამია თბილისის პროკურატურაში მივიდა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია თბილისის პროკურატურაში მივიდა.

"ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის "მსხვერპლია". რაც შეეხება გირაოს, მე არ ვარ მარტო, ჩემს უკან ჩემი გუნდია, მასთან ერთად ვიმსჯელებ. ჯერ დადგეს ეს საკითხი და მერე ვილაპარაკებ ამ თემაზე", - თქვა გვარამიამ. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გვარამია ოლიგარქის პროკურატურამ დაიბარა. მას ბრალს წარუდგენენ.

"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ბრალი წარუდგინეს კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი