"დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს - ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს" | კალასი "გრანტების შესახებ" კანონზე

გამოქვეყნდა:

"დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს.

დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული - ის ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ ერთი დანამატია.

ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს."

- წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ახალ კანონზე, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი