ტრამპმა აშშ-ის პორტებში რუსული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ამერიკულ პორტებში, იმ გემების მიღება რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავენ ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ფედერალურ რეესტრში არსებულ დოკუმენტში.

აღნიშნულია, რომ აკრძალვა ეხება რუსეთთან დაკავშირებული ყველა გემის პარკირებას და აშშ-ის პორტებში გადაადგილებას.

"ერთი წლით ვაგრძელებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რათა დაარეგულიროს რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლა და გადაადგილება შეერთებული შტატების პორტებში", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა მიღებულ იქნა 2022 წლის 21 აპრილს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი