"მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!" | დოიაშვილი

გამოქვეყნდა:

დავით დოიაშვილი აცხადებს, რომ "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უფრო ადრე ელოდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, ის იქნება თუ არა ამ პოზიციაზე, მთავარია, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ.

"ველოდი უფრო ადრე... მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, კონკრეტულად როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი, ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია. მე არ ვიცი, ხვალ მე თვითონ რა პერფორმანსი, რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა", - თქვა დოიაშვილმა თეატრის წინ, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კულტურის სამინისტრო საბაბად "ვალდებულებების შეუსრულებლობას" ასახელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი