"თავისუფლების მოედნის" წევრს საეჭვო პირები აედევნენ. შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ რაღაც კომპრომატის ჩადებას აპირებენ მისთვის ან ერთ-ერთი მსახიობისთვის" | სიმონ ჯანაშია 

გამოქვეყნდა:

მოძრაობის "თავისუფლების მოედანი' თანადამფუძნებელი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს, თეატრის სოლიდარობის აქციაზე აედევნენ:

"თავისუფლების მოედნის წევრს, თეატრის სოლიდარობის აქციაზე საეჭვო პირები აედევნენ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ რაღაც კომპრომატის ჩადებას აპირებენ მისთვის ან ერთ-ერთი მსახიობისთვის. სახელებს სპეციალურად არ ვწერ. ბოროტებას ყოველთვის ფორმა არ აცვია, მაგრამ მაინც ვამჩნევთ. 
ყველას, ვინც იბრძვით, ფრთხილად იყავით!" - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი