დნიპროზე რუსული დრონების მასშტაბურ თავდასხმას სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დნიპროზე რუსული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვი იყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალებისა და 28 დაშავების შესახებ, მათ შორის ოთხი ბავშვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები, კვების ობიექტები და ავტომობილები. დრონის თავდასხმამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. ამჟამად ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. სამუშაოებში 173 მაშველი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 37 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი