"არა ტერორს, კი მშვიდობას" | ღაზას ჩრდილოეთში, ქალაქ ბეით ლაჰიას მცხოვრებლებმა "ჰამასის" მმართველობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ღაზას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიას მცხოვრებლებმა "ჰამასის" საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

ისრაული მედიის ინფორმაციით, მიტინგში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისინი "ჰამასის" მმართელობას აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი, წარწერებით: "შეწყვიტეთ აგრესია", "ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ცხოვრება". სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა ტერორს, კი მშვიდობას". აქციის მონაწილეები "ჰამასის" ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.

მონაწილეები ასევე აფრიალებდნენ დროშებს, მათ შორის ეგვიპტის დროშას - სავარაუდოდ, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში კაიროს შუამავლობის მხარდასაჭერად

გამოცემა Times of Israel იტყობინება, რომ აქციაზე ღაზას გავლენიანი ოჯახების ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც გასულ თვეში მიმდინარე პროტესტს მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ჰამას-ისრაელის 2023 წელს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორი "ჰამასის" წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი