"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში სურს შესვლა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას.
კალაძის განცხადებით, მან არ იცის რა გახდა დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზი.
"განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი, რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია..." - განაცხადა კალაძემ. ["პუბლიკა"]