აშშ-მა გაანადგურა იემენში, პროვინცია ელ-ჰოდეიდში, წითელ ზღვაში მდებარე ნავთობის პორტი რას-ისსა, რომლის ნავთობტერმინალს მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ.. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ნავთობის პორტს ჰუთები საწვავის მისაღებად იყენებდნენ,
ტელეკომპანია Al Mayadeen-ის ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი.
ჰუთები ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს მტრად მიიჩნევენ. ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, ჰუთებმა წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში სხვადასხვა ქვეყნის გემებზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმები დაიწყეს.