პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ქართველი ხალხი წინასწარ შეაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.
"გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში "ოცნება" ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად," - წერს გახარია.
ცნობისთვის, დღეს "ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. "ოცნების" პარტიული მესიჯბოქსი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლა "დამსახურებული კომფორტია" და "თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად".