აშშ-ში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, შერიფის მოადგილის შვილმა ორი ადამიანი მოკლა და ოთხი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:50 საათზე დაიწყო ფრანსუა-ს უნივერსიტეტის კამპუსში, სტუდენტური კავშირის შენობასთან. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი - ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია და რომ ის მარტო მოქმედებდა. ამ დროისთვის მოტივი უცნობია. სტუდენტებსა და პროფესორებს პოლიციის რეაგირების შემდეგ თავშესაფრის დატოვება ურჩიეს. გამოცემის ცნობით, მთავარ კამპუსში ლექციებს 42 000-ზე მეტი სტუდენტი ესწრება.
უნივერსიტეტის პოლიციის უფროსმა, ჯეისონ ტრამბაუერმა, განაცხადა, რომ 20 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ფენიქს იკნერი, სავარაუდოდ, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მას დედის მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღზე ჰქონდა წვდომა, რომელიც ადრე მისი [დედის] სამსახურებრივი იარაღი იყო. ქალმა ის დეპარტამენტიდან შეიძინა და ახლა ის პირადი ცეცხლსასროლი იარაღია.
პოლიციის თანამშრომლებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს მას შემდეგ, რაც დანებების ბრძანებას არ დაემორჩილა.
4 დაჭრილი და თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პისტოლეტის გარდა, ეჭვმიტანილმა კამპუსში თოფი შეიტანა, თუმცა, გაურკვეველია, სროლისას ეს იარაღი გამოიყენა თუ არა.