სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს საბაგიროს კაბელი გაწყდა და კაბინა ჩავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს, საბაგირო კაბელის გაწყვეტისა და კაბინის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ სამთო სამაშველო სამსახურებმა და მეხანძრეებმა განაცხადეს

შემთხვევა საბაგირო გზის ხაზზე მოხდა, რომელიც კასტელამარე დი სტაბიას ქალაქსა და მონტე ფაიტოს შორის მოძრაობს. 

იტალიური მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი საბაგიროს მძღოლი იყო. შემთხვევას ასევე, ორი ბრიტანელი და ერთი ისრაელელი ტურისტი ემსხვერპლნენ. ნეაპოლის საავადმყოფოს განცხადებით, დაშავებული ისრაელელი ტურისტი სტაბილურ, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შემთხვევის დროს საბაგიროს მეორე კაბინა ჰაერში გაჩერდა. მეხანძრეები განმარტავენ, რომ გაჩერებული კაბინიდან 9 ადამიანი გადაარჩინეს და არა 16, როგორც ეს თავდაპირველი ინფორმაციით იყო მითითებული. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანია EAV-ის თავმჯდომარის განცხადებით, ავარიის ახსნა რთულია, რადგან გასულ კვირას გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონისთვის მომსახურების ხელახლა გახსნამდე "კანონით გათვალისწინებული ყველა ტესტი ჩატარდა". - "წარმოუდგენელი ტრაგედია. საშინელება... მოგვიწევს გარკვევა, თუ რა მოხდა" - განაცხადა მან. 

მომხდარს ახლომდებარე ქალაქ ტორე ანუნციატას პროკურორები იძიებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი