"ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა "ოცნების"!
ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან!
ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!
ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. "ოცნების" პარტიული მესიჯბოქსი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლა "დამსახურებული კომფორტია" და "თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად".