"აბსოლუტურად ცხადია, რომ "ოცნებამ" დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ.
ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს - პატრიოტიზმი თუ ვიზა.
ამ ცრუდილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით!
მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე!
ნამდვილი დილემა ესაა - ან ვიშორებთ ოცნებას ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ ოცნებას და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. "ოცნების" პარტიული მესიჯბოქსი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლა "დამსახურებული კომფორტია" და "თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად".