იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ათეული ევაკუირებულია, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ათასობით სახლი, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც.
რამდენიმე დღით ადრე იტალიის ჩრდილო-დასავლეთში უხვი ნალექი, სეტყვა და ძლიერი ქარი იყო.
დაღუპულთა შორის მამა-შვილია, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად მოხალისეებად მიდიოდნენ.