"აღდგომა არის კეთილის, მართლის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს... ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში... აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!"

- წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი