პუტინის თქმით, სააღდგომო ზავს აცხადებს - „ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ - თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე. თუმცა, მისივე თქმით, რუსული ჯარები "მზად უნდა იყვნენ კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევებისთვის".
პუტინის მიერ დაანონსებული ზავი, დღეს საღამოს, მოსკოვის დროით 18 საათიდან ამოქმედდება და 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.