"ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები" | ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

გამოქვეყნდა:

ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების , ეს იქნება ~ამ რუსული ხელისუფლების ბრალი - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს.

მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და რეჟიმის პატიმრების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა. ზურაბიშვილი რუსთაველზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. ის გეგმავს, რომ მოქალაქეებთან ერთად, ქაშვეთში შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მეხუთე პრეზიდენტმა რეჟიმის ტყვეებს მიმართა და მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

"პირველ რიგში, მე მათ მადლობას ვეტყვი გამძლეობისთვის , მათი ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, დღეს, საქართველოს ყველა ეკლესიაში, მათზე ლოცულობს საქართველო იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება...

აღდგომის საღამო არის პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედის, ზეიმი თავისუფალი ადამიანის და ის ადამიანები რომლებიც აქ არიან, მოვლენ და რომლებიც ლოცულობენ ეკლესიებში, არიან თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები." აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი