მას შემდეგ, რაც პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა, რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს და ადგილობრივი მოკლეს, არიან დაშავებულებიც | პროკუდინი

გამოქვეყნდა:

რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სოფელს სადესანტო დრონით შეუტიეს და ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. ეს მას შემდეგ, რაც პუტინმა ე.წ. „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა -  ამის შესახებ ინფორმაცია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკურინმა გაავრცელა. დაშავებულია კიდევ 4 მოქალაქე. 

„ცნობილი გახდა 1967 წელს დაბადებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ, რომელიც გუშინ სტანისლავში მტრის კომბინირებული დარტყმის ქვეშ მოექცა. მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. “, - წერს პროკუდინი.

მისივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებებში საცხოვრებელ უბნებს შეუტიეს. დააზიანეს 4 მაღალსართულიანი შენობა და 19 კერძო სახლი. ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს გაზსადენები, დამხმარე შენობები, ავტოფარეხი და კერძო ავტომანქანები.

შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.   

"ზავის" პირობების დარღვევის შესახებ იტყობინება პრეზიდენტი ზელენსკიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი