ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებების გასაპროტესტებლად აშშ-ის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები შეიკრიბნენ თეთრი სახლთან, Tesla-ს შენობებთან და სხვადასხვა ადგილებში და უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - „არა მეფეებს“, "არა ოლიგარქებს".
80-მდე ლოკაციაზე დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკა, ასვე "განუწყვეტელი თავდასხმები დემოკრატიაზე და სამოქალაქო უფლებებზე"