რუსეთში, 19 წლის აქტივისტს, რომელსაც რუსული არმიის განმეორებით "დისკრედიტაციას" ედავებიან, 2,8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის დარია კოზირევას, რომელსაც რუსული არმიის განმეორებით "დისკრედიტაციას" ედავებიან, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"ვოცნებობ, უკრაინამ თავისი მიწის ყოველი სანტიმეტრი დაიბრუნოს, მათ შორის, დონბასი და ყირიმი. მჯერა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნება ახდება. ოდესმე ისტორია ყველაფერს სამართლიანად განსჯის. მაგრამ უკრაინამ ისედაც მოიგო, უკვე მოიგო", - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

კოზირევა 2024 წლის 24 თებერვალს იმ დროს დააკავეს, როცა სანქტ-პეტერბურგში უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლზე მისივე ლექსი მიაკრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი