რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. 

"ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს, გარდაცვალების შესახებ.

დღეს დილით, დილის 7:35 საათზე, რომის ეპისკოპოსი, ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მან მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა..." - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა. 

ცნობისთვის, ახალი პაპის არჩევის პროცესი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის განმავლობაში ტარდება.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 14 თებერვალს მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის კლინიკიდან გაწერეს. როგორც მაშინ ვატიკანი აცხადებდა, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი