სალომე ზურაბიშვილი აღდგომის საღამოს ოლიგარქის პოლიციის მიერ, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმიანება:
"#ტერორისაქართველოში აღდგომის დღეს, საქართველოში საპროტესტო აქციების მეხუთე თვეში აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს," - წერს ზურაბიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე პოლიციელებს ეუბნებოდნენ "ქრისტე აღსდგა", რა დროსაც ოლიგარქის პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა.