ჩინეთი შეერთებული შტატების კონგრესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, "ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი ქცევისთვის", სანქციებს უწესებს.
სანქციები, გასულ თვეში, აშშ-ის მიერ ჩინელი ოფიციალური პირების დასანქცირებას მოჰყვა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ჯიაკუნის თქმით, ჩინეთი "მკაცრად გმობს".
"აშშ-ის მხარის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციებით შეხვდება," - განაცხადა მან.