პუტინმა ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

თავად ხელშეკრულებას ხელი 17 იანვარს მოეწერა ხელი, მაშინ როცა ირანის პრეზიდენტი, მასუდა პეზეშკიანი მოსკოვში, ოფიციალური ვიზიტის დროს იმყოფებოდა.

შეთანხმების ძირითადი დებულებები:

  • მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში;
  • მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაში;
  • თუ ერთ-ერთი ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, მეორემ არ უნდა გაუწიოს თავდამსხმელ მხარეს დახმარება, რაც ხელს შეუწყობს თავდასხმის გაგრძელებას და სხვა.

ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესახებ მოქმედი ხელშეკრულების ჩანაცვლებას, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს იყო ხელმოწერილი. ახალ შეთანხმებაზე მუშაობა 2022 წლიდან მიმდინარეობს; გასული წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მხარეები მის ტექსტზე შეთანხმდნენ. როგორც კრემლმა ადრე აღნიშნა, ეს დოკუმენტი ასახავს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი