შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის შემდეგ, რუსული მედიასაშუალებები შვეიცარიის ხელისუფლებამაც დაასანქცირა. შვეიცარიის ხელისუფლებამ სანქციების სიას რვა რუსული მედია საშუალება დაამატა. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

სანქციების სიაში შედის ონლაინ ახალი ამბების გამოცემა Lenta.ru,  ტელეარხი Звезда, გაზეთი Красная звезда, საინფორმაციო საიტი Eurasia Daily, სააგენტო News Front, საიტი SouthFront, პორტალი RuBaltic.ru და სტრატეგიული კულტურის ფონდი.

შეზღუდვები 23 აპრილიდან ამოქმედდება.

24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების მე-16 პაკეტი შემოიღო. ამ პაკეტის ფარგლებში, ბრიუსელმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზიები რიგ რუსულ მედიასაშუალებებს ევროკავშირში. მათ შორისაა საინფორმაციო საიტი Eurasia Daily, სააგენტო News Front, საიტი SouthFront, პორტალი RuBaltic.ru, ონლაინ გამოცემა Lenta.ru, ტელეარხი Zvezda და სტრატეგიული კულტურის ფონდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი